თბილისი,
1.1. ეს ხელშეკრულება იდება პ/ნ (შემდეგში: შემკვეთი) და თორნიკე გაბინაშვილი პ/ნ 01311099014 (შემდეგში: შუამავალი) მიერ, შორის.
2.1. ხელშეკრულების საგანია შუამავალის მიერ შემკვეთისათვის საშუამავლო მომსახურების გაწევა. 2.2. შემკვეთისათვის გასაწევი საშუამავლო მომსახურება მოიცავს უძრავი ნივთის (საკადასტრო კოდი) გაყიდვასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს.
3.1. შუამავალი ვალდებულია გაუწიოს შემკვეთს საშუამავლო მომსახურება ამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ფარგლებში; 3.2. შუამავალი ვალდებულია ხელშეკრულების მოქმედების ვადაში უწყვეტად უზრუნველყოს უძრავი ნივთის გარეკლამება, უძრავი ქონების პლათფორმა www.myhome.ge-ს Super VIP განცხადებების ზონაში. 3.3.შუამავალი ვალდებულია, მიაწოდოს ინფორმაცია შემკვეთს საქმის მიმდინარეობის შესახებ. 3.4.შუამავალს არა აქვს უფლება შემკვეთის თანხმობის გარეშე სხვას გადააკისროს მისი უფლებამოსილება. (უფლებამოსილების სხვისთვის გადაკისრებად არ მიიჩნევა, თუ საქმეს აწარმოებს შუამავლის სხვა თანამშრომელი). 3.5 შუამავალი უფლებამოსილია ამავდროულად ვალდებულია, ხელშეკრულების მოქმედების ვადაში, გააკონტროლოს მესამე მხარის (უცხო პირის) მიერ, ინტერნეტ სივრცეში უძრავი ნივთის მიმართ განხორციელებული ნებისმიერი ქმედება. 3.6.შემკვეთი ვალდებულია გააცნოს შუამავალს სასურველი უძრავი ნივთის მახასიათებლები და უზრუნველყოს უძრავი ნივთის შეუფერხებლად დათვალიერება. 3.7. შემკვეთი ვალდებულია შუამავლის მოთხოვნის საფუძველზე უზრუნველყოს საშუამავლო მომსახურების გასაწევად საჭირო დამატებით ინფორმაციის და დოკუმენტის მიწოდება. 3.8.შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს შუამავალს მომსახურების საფასური ამ ხელშეკრულებით დადგენილი ოდენობითა და ვადაში; 3.9.შემკვეთს ამ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, არ აქვს უფლება ხელშეკრულების საგანზე სხვა პირთან წამოიწყოს ურთიერთობა (შუამავლობის თაობაზე). 3.10.შემკვეთს ამ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, არ აქვს უფლება შუამავლის გვერდის ავლით აწარმოოს მოლაპარაკება შუამავლის მიერ წარმოდგენილ მესამე მხარესთან (კლიენტთან). 3.11. შემკვეთს ხელშეკრულების მოქმედების ვადაში უფლება აქვს შუამავლისგან შეუფერხებლად მიიღოს დეტალური ინფორმაცია საშუამავლო საქმიანობის მსვლელობის შესახებ.
4.1.თითოეული მხარე პასუხს აგებს ამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების მთლიანად ან ნაწილობრივ შეუსრულებლობისათვის. 4.2.თითოეული მხარე ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების მთლიანად ან ნაწილობრივ შეუსრულებლობის გამო პასუხისმგებლობისაგან თავისუფლდება, თუ ვალდებულების შეუსრულებლობა გამოწვეულია დაუძლეველი ძალის (ფორს-მაჟორული გარემოებები) ან მეორე მხარის ბრალის შედეგად. 4.3.დაუძლეველი ძალად მიიჩნევა ისეთი ფაქტის ან გარემოების არსებობა, რის გამოც ხელშეკრულების მხარე ვერ ასრულებს ვალდებულებას, კერძოდ: ხანძარი და აფეთქება (გარდა იმ შემთხვევისა, რაც გამოწვეულია რომელიმე მხარის მიერ), სტიქიური უბედურება; სამხედრო მოქმედებები, აჯანყებები, არეულობები, სამოქალაქო ომები და მღელვარებები; საკანონმდებლო აქტის გამოცემა, რომელიც კრძალავს იმ საქმიანობის განხორციელებას, რასაც ახორციელებს ხელშეკრულების რომელიმე მხარე; მხარეთა კონტროლს დაუქვემდებარებელი ნებისმიერი სხვა გარემოება. 4.4.თითოეული მხარე ვალდებულია მეორე მხარეს წერილობითი ფორმით დაუყოვნებლივ შეატყობინოს დაუძლეველი ძალის არსებობის შესახებ, რის გამოც იგი ვერ ახერხებს ნაკისრი ვალდებულების შესრულებას. 4.5.თუ დაუძლეველი ძალა გრძელდება 1 (ერთ) თვეზე მეტ ხანს, მაშინ ხელშეკრულება ითვლება შეწყვეტილად, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან. ასეთ შემთხვევაში მხარეებმა ერთმანეთის წინაშე უნდა შეასრულონ ის ვალდებულებები რაც დაუძლეველი ძალის წარმოშობამდე არსებობდა. 4.6.ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავა მხარეებს შორის წყდება შეთანხმებით,ხოლო შეუთანხმებლობის შემთხვევაში კი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სასამართლოს მიერ.
5.1.ხელშეკრულება ძალაში შედის მხარეთა ხელმოწერის დღიდან. 5.2.ხელშეკრულება ძალაშია ხელმოწერის თარიღდან დღის განმავლობაში 5.3.ხელშეკრულების მოქმედება წყდება შუამავლის მიერ უძრავი ნივთის შუამავლობით რეალიზაციის შემდგომ. 5.4.სახელშეკრულებო ვადის გასვლის შემდეგ, ხელშეკრულება ბათილდება თუ მხარეებმა შეთანხმებით არ გააგრძელეს ამ ხელშეკრულების მოქმედება.
6.1.ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების საფასური შეადგენს
უძრავი ნივთის სარეალიზაციო ფასის: (1,5% დან -2,3% მდე)
6.2.შემკვეთის მიერ საფასურის გადახდა წარმოებს ერთჯერადი ფორმით უძრავი ნივთის რეალიზაციიდან 72 საათის ვადაში. 6.3.საფასურის გადახდა წარმოებს ნაღდი ანდა უნაღდო ანგარიშსწორების წესით. 6.4.უნაღდო ანგარიშსწორებისას შემკვეთის მიერ საფასურის გადარიცხვა ხდება შუამავალის შემდეგ საბანკო ანგარიშზე: სს "საქართველოს ბანკი" : ბანკის კოდი: BAGAGE22; ი/მ გრიგოლ ხიჯაკაძე; საბ/ა: GE53BG0000000580694624. საიდენტიფიკაციო კოდი: 56001027157
7.1.ხელშეკრულება შეიძლება შეწყდეს მხარეთა შეთანხმების საფუძველზე 7.2.შემკვეთს ნებისმიერ დროს შეუძლია შეწყვიტოს ხელშეკრულება, თუ იგი ხელშეკრულების ცალმხრივი შეწყვეტის შესახებ შეატყობინებს შუამავალს და აუნაზღაურებს შეწყვეტამდე განხორციელებული მომსახურებისთვის გაწეულ ხარჯებს, მომსახურების საერთო ღირებულების არანაკლებ 15%-ს . 7.3.თუ შემკვეთი არ გადაუხდის შუამავლის შეთანხმებულ საფასურს ან გადააცილებს საფასურის გადახდის ვადას, მაშინ შუამავალს უფლება აქვს ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება და კანონით გათვალისწინებულ ფარგლებში მოითხოვოს მომსახურების საფასურის ანაზღაურება. (ხელშეკრულების ცალმხრივი შეწყვეტის შესახებ შუამავალმა წერილობით უნდა აცნობოს შემკვეთს შეწყვეტის საფუძვლის მითითებით). 7.4.ხელშეკრულება შეწყდება ხელშეკრულების ცალმხრივი შეწყვეტის შესახებ წერილობითი შტყობინებისთანავე. 7.5.შემკვეთის მიერ ხელშეკრულების პირობების ცალმხრივად დარღვევის შემთხვევაში შემკვეთი ვალდებულია შუამავალს აუნაზღაუროს უკვე შესრულებული მომსახურების ხარჯები, რომელიც უნდა შეადგენდეს მომსახურების საერთო ღირებულების არანაკლებ 15%-ს. 7.6.ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტისას მხარეები ვალდებული არიან კეთილგონიერების ფარგლები გამოიჩინონ მზრუნველობა მეორე მხარის უფლებებისა და ინტერესები მიმართ.
8.1.წინამდებარე ხელშეკრულება შედგენილია ორ ეგზემპლარად, რომელთაც აქვთ თანაბარი იურიდიული ძალა. ხელშეკრულების თითო ეგზემპლარი გადაეცემა მხარეებს. 8.2.ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანა ხდება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, წერილობითი ფორმით ახალი ხელშეკრულების დადებით. 8.3.სახელშეკრულებო ვადის გასვლის შემდეგ, ხელშეკრულება ბათილდება თუ მხარეებმა შეთანხმებით არ გააგრძელეს ამ ხელშეკრულების მოქმედება. 8.4.შეთანხმების საფუძველზე ამ ხელშეკრულების რომელიმე პუნქტის ანდა ქვეპუნქტის ბათილობა არ გამოიწვევს მთლიანად ხელშეკრულების ან მისი სხვა პუნქტის ანდა ქვეპუნქტის ბათილობას.
9.1. შემკვეთი: პირადი ნომერი: ტელეფონი:
ატვირთეთ ფოტო ფაილი არ არის არჩეული
რეალტორი :
თორნიკე გაბინაშვილი
პ/ნ 01311099014
ტელ : +995 558 555 193
ელ.ფოსტა : tgabinasvili@yahoo.com